დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016095 |
29
02/12/2013
ვებგვერდი, 06/12/2013
010260030.35.168.016095
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 ნოემბრის №27 დადგენილების №1 დანართში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
| მუხლი 1 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება: |
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომინიკაციის უნარი: |
ბ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel ) და internet Explores-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
გ)
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
გ.ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
გ.ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ |
გ.გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. |
გ.დ)
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ |
გ.ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); |
გ.ვ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). |
გ.ზ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. |
გ.თ)
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება
|
| მუხლი 2 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან მენეჯერული საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 3 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 4 |
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მაინც და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 5 |
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები ( სასურველია იმ სოფლის მაცხოვრებელი). |
| მუხლი 6 |
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში და სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. |
| მუხლი 7 |
ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები, გარდა ,,გ.ბ“ და ,,გ.ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები