დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 11/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.132.016187 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/11/2013 - 23/09/2014)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკარებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ქ. ბათუმის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); ე) ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულება. |
მუხლი 2.
საკრებულოს აპარატის უფროსი: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი) დ) საქართველოს შრომის კოდექსი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 3.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში იურიდიული საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. ე) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს კანონი; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა |
მუხლი 4.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) სამართლებრივი აქტების გაფორმების საკითხებში: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი. დ) საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი); ვ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ზ) ნორმატიული აქტების ელექტრონული საქმისწარმოების ცოდნა; თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 5.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) ოქმების წარმოების საკითხებში: |
ა) უმაღლესი ქართული ფილოლოგიური განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 6.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) მიწის აღიარების საკითხებში: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი; ე) საჯარო რეესტრის ბაზაში (ციფრული რუკები, ამონაწერები, საკადასტრო გეგმები) მუშაოების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 7.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) სასამართლო წარმომადგენლობის საკითხებში: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში სასამართლო წარმომადგენლად საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 8.
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) განცხადებებსა და კორესპონდენციებზე მუშაობის საკითხებში: |
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 9.
საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი: |
ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხლები); დ) სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი; ე) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 10.
საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) დოკუმენტების თარგმნისა და საპროტოკოლო ღონისძიებების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება ინგლისური ენის განხრით;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხლები); დ) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 11.
საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (III კატეგორია) კომპიუტერიული ტექნიკისა და ინტერნეტ ქსელის მუშაობის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება:
ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ვებგვერდის შექმნისა და ინტერნეტში განთავსების ცოდნა; დ) ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრის ცოდნა; ე) სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 12.
საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი: |
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ე) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 13.
საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) შესყიდვების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი; დ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება; ვ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 14.
საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) მატერიალური მომარაგების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 15.
საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა. გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 16.
საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების უფროსი: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 17.
საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) კორესპონდენციების აღრიცხვის საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 18.
საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) მოქალაქეთა მიღების საკითხებში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 19.
საკრებულოს აპარატის ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (III კატეგორია) (კურიერი): |
ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
ბ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 20.
საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილება) უფროსი: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 21.
საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილება) მთავარი სპეციალისტი (III კატეგორია) მდივან-რეფერენტი |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 22.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 23.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია): |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 24.
საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განათლების, კულტურისა და შემოქმედებით ინტელიგენციასთან მუშაობის სფეროში: |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
მუხლი 25.
საკრებულოს კომისიების მთავარი სპეციალისტები ( I კატეგორია და ოთხი II კატეგორია): |
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები