დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.132.016234 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/09/2014 - 23/06/2015)
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 11 ნოემრის N36 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/11/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.132.016187). |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) უნარ-ჩვევები. |
მუხლი 2.
სპეციალური მოთხოვნები |
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
2. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. ე) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ვ) საქართველოს შრომის კოდექსი; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
6. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი საბუღალტრო, საფინანსო ან/და ეკონომიკური განათლება; ბ) პროფესიის მიხედვით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ე) საქართველოს შრომის კოდექსი; ვ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; ზ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; თ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება; კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
7. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
8. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
9. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ე) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
10. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადიოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ორი უცხო ენის, მათ შორის, ერთ-ერთი ინგლისურის, ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
11. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი ა) უმაღლესი განათლება: ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა ან/და საპროტოკოლო ღონისძიებათა სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
13. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება: ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება; ე) ორი უცხო ენის (მათ შორის ერთი ინგლისური ენის) ცოდნა; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
14. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსი ა) უმაღლესი განათლება; ბ) სასურველია არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
15. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნოს თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
16. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარგობრივი კომისიების თანამშრომლები ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომისიის დებულება; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
17. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
18. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) ა) უმაღლესი განათლება; ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი; დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
19. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ა) უმაღლესი განათლება; ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები