დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016135 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/11/2013 - 25/11/2014)
|
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართის შესაბამისად). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი |
1.
აპარატის მთავარი სპეციალისტი - 1 ვაკანსია
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის ცოდნა; ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი. პროფესიული ტესტებისთვის სავალდებულო საკანონმდებლო მასალა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). |
2.
აპარატის წამყვანი სპეციალისტი - 2 ვაკანსია
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის ცოდნა; კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პროფესიული ტესტებისთვის სავალდებულო საკანონმდებლო მასალა: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები