გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
08/11/2013
ვებგვერდი, 15/11/2013
010250000.35.148.016169
გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/11/2013 - 19/11/2013)

 

                    გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ) არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

მუხლი 2
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საბიუჯეტო კოდექსი;

ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 3
იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

მუხლი 4
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა.
მუხლი 5
გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის და გამგეობის შესყიდვების სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის წამყვან სპეციალისტებზე, უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე.
მუხლი 7
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს N12 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 8
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N4 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 9
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №17 დადგენილება;

ბ) „გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №47 დადგენილება.

მუხლი 10
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე