დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.148.016172 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/11/2013; 010250000.35.148.016169) შეტანილ იქნეს შენმდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტებზე, წამყვან სპეციალისტებზე, უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე“. ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: ,,მუხლი 81. გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს კანონი; ბ) ,,სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 21 მაისის N738 ბრძანება; გ) ,,სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 18 მაისის N649 ბრძანება“. გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი: ,,მუხლი 82. ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებზე – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებზე და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებზე: ა) ქვახვრელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ბ) ატენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; გ) ტინისხიდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; დ) შინდისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ე) ვარიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ვ) ძევერის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ზ) ტყვიავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; თ) ახალუბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ი) დიცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; კ) შავშვების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ლ) ტირძნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; მ) სკრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ნ) ბოშურის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ო) მერეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; პ) კარალეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ჟ) მეჯვრისხევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; რ) ნიქოზის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ს) ხიდისთავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ტ) ზეღდულეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; უ) ბერბუკის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ფ) მღებრიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო; ქ) საყავრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები