დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016234 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2013 - 28/05/2014)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება კომპიუტერული ან ზუსტი მეცნიერებების პროფილით (მაგისტრის ხარისხი); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, უპირატესობად ჩაითვლება პროგრამისტად ან მბ ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება; გ) ინფორმაციის შენახვის, დაპროგრამების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნა; დ) IT პროექტების დაგეგმვისა და მართვის ცოდნა; ე) ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბებისა და მათი ალგორითმიზაციის ცოდნა; ვ) .NET ტექნოლოგიების ცოდნა; ზ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; თ) უცხო ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ი) ITIL ან Cobit სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III თავი); დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება. |
| მუხლი 2 |
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) Linux ოპერაციული სისტემების ცოდნა; დ) როუტინგი და სვიჩინგი, ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია; ე) ქსელური მოწყობილობების (Cisco, HP) ადმინისტრირების ცოდნა; ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP, IPX) ცოდნა; ზ) მარშრუტიზაცია და VPN კავშირები; თ) ვირტუალიზაციის პლატფორმა VMware ESX -თან მუშაობის გამოცდილება; ი) Linux ოპერაციული სისტემაზე დაფუძნებული საფოსტო სერვერების ადმინისტრირების გამოცდილება; კ) ციფრული ტელეფონია (Asterisk სერვერის ადმინისტრირების გამოცდილება); ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; მ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ნ) CCNA ან CCNP სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (ქსელის ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) Windows სერვერები (2003/2008/2008 R2/2012); დ) Active Directory; ე) ქსელური სერვისები (DNS, DHCP); ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT); ზ) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP); თ) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება; ი) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX; კ) ელ. ფოსტის სერვერები; ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; მ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ნ) Microsoft Certified Technology Specialist ﴾MCTS﴿: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მრჩევლის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) Windows სერვერები (2003/2008/2008 R2/2012); დ) Active Directory; ე) ქსელური სერვისები (DNS, DHCP); ვ) ქსელური ტექნოლოგიები (VLAN, VPN, NAT); ზ) ქსელური პროტოკოლები (TCP/IP); თ) Barracuda ვებფილტრთან მუშაობის გამოცდილება; ი) ვირტუალიზაციის პლატფორმა Vmware ESX; კ) ელ. ფოსტის სერვერები; ლ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; მ) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; ნ) Microsoft Certified Technology Specialist ﴾MCTS﴿: Windows Server 2008/2012 Active Directory, Configuration სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სისტემური ადმინისტრატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება. |
| მუხლი 5 |
1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ან მეოთხე კურსის სტუდენტი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების არანაკლებ 3-თვიანი გამოცდილება; გ) Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა; დ) IT პრობლემების დიაგნოსტიკის გამოცდილება; ე) ქსელური სერვისების (DNS, DHCP) საბაზო ცოდნა; ვ) ქსელური პროტოკოლების (TCP/IP ) საბაზო ცოდნა; ზ) Active Directory -სთან მუშაობის გამოცდილება; თ) საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა; ი) უცხო ენების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის გასარჩევად; კ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ლ) MOS, MCTS, MCITP, MCDST სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება; დ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 19 ივლისის №132 ბრძანება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები