საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016088
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
753
07/11/2013
ვებგვერდი, 11/11/2013
010320040.22.029.016088
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2013 - 14/02/2014)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №753

2013 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის  უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)    ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება, კვალიფიკაცია -  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

ბ) ბაკალავრი, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს;

გ) სამუშაო გამოცდილება - მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა;

ე) აუცილებელია ინგლისური და რუსული   ენის  კარგი ცოდნა;

3. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 25 მარტის №62 ბრძანება;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
  • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

დანართი №2

გასაუბრების შეფასების ფორმა №1

ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

 

დანართი №3

გასაუბრების შეფასების ფორმა №2

ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

 

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

 

საკონკურსო პოზიციის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

1

 

 

2

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________

11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________________