ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 24/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.147.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
04/11/2013
ვებგვერდი, 11/11/2013
010340000.35.147.016044
ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2013 - 19/11/2013)

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2013 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისათვის − რწმუნებულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო სხვა მოხელეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

გ.ე) „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №3 დადგენილება;

გ.ვ) „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №11 დადგენილება.

მუხლი 2
გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისთვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

მუხლი 3. (ამოღებულია)
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.11.2013წ.

მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი