დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.147.016055 |
|
,,ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი 11/11/2013; 010.340.000.35.147.016.044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის უფროსებისათვის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებისათვის - რწმუნებულებისათვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო ან კერძო სამსახურში (შესაბამის სფეროში);“ 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 გამგებლის, გამგებლის მოადგილის, სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის და განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება (ტექნიკუმი ან კოლეჯი).” |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები