აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016137
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
29/10/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
200140030.35.110.016137
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/11/2013 - 27/02/2014)

 

              აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2013 წლის 29 ოქტომბერი

ქ. აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

და ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით;
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ„ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 04/03/2013 სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118);
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია



აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები


მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN   =   IMG   X   ITL  X  C  X  K, სადაც:

1.1 CN _ არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

  1.2 IMG _ არის ქ. აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის 0,47-ის ტოლია;

    1.3 ITL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. აბაშასათვის უდრის 1-ს, ვინაიდან საქარათველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის #784 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ქ. აბაშისათვის  ზონირება არ არის რეკომენდებული;

    1.4  C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი, რომელიც უდრის 0,24 ლარს;

    1.5 K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დაადგინეს 140-ით.

მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დააგდინეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,47

1

0,24

140

15,792

 

მუხლი 3
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი “საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის #287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15.792 ლარით.
მუხლი 4
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ‘’საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა _ გაღმა კოდორი _ გულეიკარი _ ჯაპანის) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით;
მუხლი 5
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7.896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3.948 ლარით.