დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.016682 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/10/2013 - 17/01/2014)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი). 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ვ) ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარის ქონა; ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ზ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ზ.ბ) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ზ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ზ.დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; 3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსისა და უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”; ვ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში დასაქმებული მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი). 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა: (Ms. Word, Ms. Excel Ms. PowerPoint, Internet); დ) ინგლისური ენის ცოდნა; 3. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ”; დ) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ე) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”; ვ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები