დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.016943 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2015 - 10/03/2017)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის N162/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით; ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ - 7 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 - წლიანი გამოცდილება; დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ვ) უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ძალიან კარგად ცოდნა; ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ზ.ა) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ზ.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ზ.გ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება. 1.3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”; ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №195/ნ ბრძანება.
|
2.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი), საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი (შემდგომში - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსი), საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი (შემდგომში - ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი):
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ - 5 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ე) უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ძალიან კარგად ცოდნა; ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ვ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ვ.ბ) პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ვ.გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ვ.დ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 2.3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს უფროსისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ვ) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“; ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №195/ნ ბრძანება. |
3.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი):
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ძალიან კარგად ცოდნა; 3. მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ”; ვ) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“; ზ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №195/ნ ბრძანება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები