კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.017442
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
275
23/10/2013
ვებგვერდი, 24/10/2013
330130000.10.003.017442
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/10/2013 - 26/03/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: 

მუხლი 1
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნულ სააგენტოს მენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება. 
მუხლი 2
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ქ. თბილისის მერიაში დაწყებულია  2013 წლის  25 სექტემბრამდე, გაიცეს ქ. თბილისის მერიის  მიერ.
მუხლი 3
ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემული ძეგლზე სამუშაოების ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღება, ასევე სანებართვო პირობების კონტროლი, განახორციელოს ქ. თბილისის მერიამ.
მუხლი 4
ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი