საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
155
23/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
010340000.22.025.016120
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/10/2013 - 15/05/2017)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №155

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე

დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  (თანამდებობრივი სარგო - დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (თანამდებობრივი სარგო - დეპარტამენტის უფროსის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და  მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) „ PR“-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა;

დ) ინტერნეტ და ვებმარკეტინგის ტექნოლოგიების ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა;

ზ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის პირველი კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება;

გ) „ PR“-ის ზოგადი მეთოდოლოგიის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა;

ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო - მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საოპერატორო მიმართულებით;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება;

გ)  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook) „Photoshop“-ის და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა;