„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016231
26
15/05/2017
ვებგვერდი, 16/05/2017
010340000.22.025.016231
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №26

2017 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №155 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი: 25/10/2013 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.025.016120) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი (თანამდებობრივი სარგო მთავარი მრჩეველის მეორე კატეგორიის თანამდებობრივი სარგო) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შესაბამისი განათლება ფოტოგრაფიის მიმართულებით;
ბ) შესაბამის სფეროში  მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint, Outlook),  „Photoshop“-ისა და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა;
ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე