საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016094
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/66
23/10/2013
ვებგვერდი, 28/10/2013
010320040.22.054.016094
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/10/2013 - 07/11/2013)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება05/66

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

   „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი




საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. მინისტრის აპარატის უფროსი

მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე -  5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ; საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ; საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ; საქართველოს კანონის კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ; საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს კანონის პროფესიული თეატრების შესახებ; საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ; საქართველოს კანონის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის  საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურის შესახებ; საქართველოს კანონის მუზეუმების შესახებ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word;   Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად).

მუხლი 2. მინისტრის აპარატის თანაშემწე

მინისტრის აპარატის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ;  საქართველოს კანონის საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ; საქართველოს კანონის კულტურის შესახებ;  საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).