საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/69
23/10/2013
ვებგვერდი, 28/10/2013
010320040.22.054.016097
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/10/2013 - 30/09/2015)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/69

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

    „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ბერიკაშვილი




საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის  მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

მუხლი 1. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) ფინანსების სფეროში  მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი  გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა  და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 2. ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)  უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის,  საქართველოს კანონის " სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"; საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint  ) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 3.  შესყიდვების სამმართველოს უფროსი

შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის,  საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"  და საქართველოს კანონის " საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული ( Microsoft Office Word;  Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 4. შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 5.  შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი

შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
 ა)  უმაღლესი განათლება;
ბ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 6. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი

ორგანიზაციებისა და პროგრემების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ფინანსების სფეროში მინიმუმ  5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს კანონის "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ ცოდნა.
დ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;
ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (etreasury.ge), ბიუჯეტის ელექტრონული სისტემისა(ebudget.ge) და ორისის მენეჯერის ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).

 

მუხლი 7. ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუ 2 წლიანი - ფინანსურ სფეროში;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", სქართველოს კანონი "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", საქართველოს საბიუჯეტო კოდექსსა და საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიტერული პროგრამების ( Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა;
ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, (კარგად).