დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016191 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2015 - 16/10/2015)
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №05/69 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი |
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
|
მუხლი 2.
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი
|
ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, საქართველოს კანონის „წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა. დ) ძირითდი საოფისე კომპიუტერული (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint ) ცოდნა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა; ვ) ქართული ენის სრულყოფილი და არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები