დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1393 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 21/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016028 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
1393
21/10/2013
ვებგვერდი, 25/10/2013
140080000.42.047.016028
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/10/2013 - 21/07/2015)
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი |
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში - სამსახური) არსებული, საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს განკუთვნილი საჯარო ინფორმაციის სამსახურის ელექტრონულ რესურსზე (სამსახურის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. |
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
3.
სამსახურის ვებგვერდის მისამართია: www.ssps.gov.ge. |
4.
სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მისთვის გადაცემას. |
5.
სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. |
6.
სამსახურის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას, აგრეთვე დადგენილი პერიოდულობით მის განახლებას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინიტრაციის შესაბამისი დანაყოფი (ქვედანაყოფი). ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. |
7.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე (მოსამსახურეები) დგინდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
8.
ვებგვერდზე ინფორმაციია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
დანართი №2 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში - სამსახური) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. |
2.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ სამსახურის ელექტრონულ რესურსზე (სამსახურის ვებგვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით. |
3.
განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა გაიგზავნოს სამსახურის ვებგვერდზე ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებული უნდა იყოს სამსახურის ვებგვერზე. |
4.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: |
ა)
ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თერთმეტნიშნა), ტელეფონის ნომერს; |
ბ)
იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას; იურიდიულ მისამართს; ტელეფონის ნომერს; ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს. |
5.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ამ წესის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილ ელექტრონულ განცხადებას სამსახური არ განხილავს; |
6.
ელექტრონული განცხადება რეგისტრირდება დადგენილი წესით და განმცხადებელს ელექტრონულად ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. |
7.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს. |
8.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით. |
9.
თუ მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და მისი თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციას გასცემს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები