დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25040 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 21/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016041 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/07/2015 - 25/06/2020)
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 21 ოქტომბრის №1393 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის
პროაქტიულად გამოქვეყნების წესი |
1.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი” (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში – ინფორმაცია) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ვებგვერდზე გამოქვეყნების სამართლებრივ საფუძვლებს.
|
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
3.
ეს წესი არეგულირებს „სამსახურში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომში – ნუსხა) გათვალისწინებული მონაცემების თავმოყრისა და დამუშავების ორგანიზაციულ საკითხებს სამსახურის ვებგვერდზე განთავსების მიზნით.
|
4.
ნუსხით გათვალისწინებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება სავალდებულო წესით განხორციელდეს სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე, რომლის მისამართია: www.ssps.gov.ge.
|
5.
საჯარო ინფორმაცია სამსახურის ვებგვერდზე როგორც პირველადი განთავსების, აგრეთვე ნუსხით დადგენილი პერიოდულობით მისი განახლების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მიერ მიეწოდება სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) ან სამსახურის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს). |
6.
საჯარო ინფორმაციის უტყუარობაზე და დროულ მიწოდებაზე პასუხისმგებელნი არიან სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, ხოლო ვებგვერდზე ინფორმაციის დროულ განთავსებაზე – ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები). |
7.
სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია“, რომელშიც აიტვირთება ნუსხით გათვალისწინებული მონაცემები და ამავე ნუსხით განსაზღვრული პერიოდულობით მოხდება მათი განახლება. |
8.
სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა და ბეჭდვა შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და შეცვლის გარეშე. |
9.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე (მოსამსახურეები) განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
10.
განისაზღვროს სამსახურში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი დანაყოფები, მიწოდებისა და განახლების ვადები შემდეგი რედაქციით:
შენიშვნა: 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ ნუსხით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
|
1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდეგში – სამსახური) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. |
2.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ სამსახურის ელექტრონულ რესურსზე (სამსახურის ვებგვერდზე) წერილობითი განცხადების წარდგენის გზით. |
3.
განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა გაიგზავნოს სამსახურის ვებგვერდზე ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებული უნდა იყოს სამსახურის ვებგვერდზე; |
4.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: |
ა)
ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (თერთმეტნიშნა) და ტელეფონის ნომერს; |
ბ)
იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირისა სახელს და გვარს. |
5.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ამ წესის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილ ელექტრონულ განცხადებას სამსახური არ განიხილავს. |
6.
ელექტრონული განცხადება რეგისტრირდება დადგენილი წესით და განმცხადებელს ელექტრონულად ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. |
7.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს. |
8.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით. |
9.
თუ მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა, სამსახური აღნიშნულის შესახებ აცნობებს განმცხადებელს და მისი თანხმობის შემთხვევაში ინფორმაციას გასცემს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები