დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 345 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/10/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016577 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/10/2013 - 30/10/2013)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებ-გვერდი, 31.07.2012, 230210000.22.033016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა); გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა) პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას; დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა: დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე; დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე); ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა); ვ) საქონლის გაშვებამდე − ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.“. 2. 53-ე მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №XII-01. 3. 90-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია: ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში: ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა; ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა; ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით: ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 1 კალენდარული წელი აღნიშნული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან); ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია; ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.“. 4. 91-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 კალენდარული თვის განმავლობაში.“. 5. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება 1. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 კალენდარული თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას − სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 კალენდარული თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 კალენდარული თვის შემდეგ და 1 კალენდარული წლის შემდეგ. 2. „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11 ან/და მე-19-21-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, 50 000 ლარის ან მეტი ოდენობით საგადასახადო დავალიანების არსებობა ან კონტრაფაქციული საქონლის პარტიის აღმოჩენა წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება. 4. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დანართი №XII-01
|
სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის იმპორტზეც არ ვრცელდება იმპორტის გადასახდელების გადახდის გადავადება
|
|
დოკუმენტის კომენტარები