„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის №345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016611
8
17/01/2014
ვებგვერდი, 21/01/2014
230210000.22.033.016611
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის №345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №8

2014 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის №345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 16 ოქტომბრის №345 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/10/2013, 230210000.22.033.016577) შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება:

ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის (ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა) პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას;

დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა:

დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;

დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);

ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის ან ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა);

ვ) საქონლის გაშვებამდე − ამ ინსტრუქციის დანართი №XII-01-ით გათვალისწინებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური