შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ

  • Word
შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5663
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 29/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.05.001.003.111
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5663
28/12/2007
სსმ, 50, 29/12/2007
190.020.040.05.001.003.111
შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5926 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.45

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №947 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.322

მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესს.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5926 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.45

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №947 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.322

    მუხლი 2

შემოსულობები საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კანონის დანართის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5926 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.45

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №947 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.322

    მუხლი 3

ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

    მუხლი 4

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 5

შემოსულობები ბიუჯეტებს შორის ნაწილდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6

ამ კანონის დანართში მითითებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

    მუხლი 7

საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდეს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად იქნეს მიმართული შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;

ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;

ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;

ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;

ა.ვ) სოციალური გადასახადი;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სრულად იქნეს მიმართული შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:

ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი;

ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი;

ბ.გ) ქონების გადაცემისათვის გადასახადი;

ბ.დ) საკურორტო გადასახადი;

ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;

ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;

ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;

გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.

    მუხლი 8

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 212).

    მუხლი 9

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5663–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5926 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.45

2. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №221 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.137

3. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №947 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.322

4. საქართველოს 2008 წლის 30 დკემბრის კანონი №954 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.328

5. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1547 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.131

6. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1936 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.241

7. ძალადაკარგულია-  საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.361

დანართი

შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით

შემოსულობების დასახელება

საქართველოს

სახელმწიფო

ბიუჯეტი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები

1

2

3

4

5

1

საშემოსავლო გადასახადი:

1.1

გარდა ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის განკუთვნილი საშემოსავლო გადასახადისა

100

1.2

განკუთვნილი ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის

100

2

მოგების გადასახადი

100

3

ქონების გადასახადი

100

4

დამატებული ღირებულების გადასახადი

100

5

აქციზი

100

6

საბაჟო გადასახადი

100

7

სხვა გადასახადები (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ გადახდევინებული ჯარიმები, რომლებიც არ არის დარიცხული კონკრეტულ გადასახადზე), გარდა გაუქმებული გადასახადებისა

100

8

პროცენტები (სარგებელი) ცალკეული ხასიათის ფინანსური აქტივებიდან, კერძოდ, დეპოზიტებიდან (ფასიანი ქაღალდებიდან აქციების გარდა), სესხებიდან, დებიტორული დავალიანებიდან, და სხვა შემოსავალი პროცენტებიდან, განკუთვნილი:

8.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

100

8.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

100

9

შემოსავალი დივიდენდებიდან და საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან:

9.1

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

100

9.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

100

9.3

ადგილობრივი ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების და კერძო საწარმოების მოგებიდან

100

9.4

საქართველოს ეროვნული ბანკის მოგებიდან

100

10

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

მოსაკრებელი, გადახდევინებული:

10.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის

100

10.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისათვის

100

11

შემოსავალი სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

11.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და არ არის ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაში

65

35

11.2

განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე და არ არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სარგებლობაში

65

35

11.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

100

11.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

100

12

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

35

65

13

შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემიდან

100

14

შემოსავალი სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურიდან, გადახდევინებული:

14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

15

რენტა (გარდა მიწისა), გადახდევინებული:

15.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

15.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

15.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

16

საბაჟო მოსაკრებელი

100

17

სალიცენზიო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

17.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

17.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

18

სანებართვო მოსაკრებელი, გადახდევინებული:

18.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

18.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

18.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

19

სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი

100

20

სარეგისტრაციო მოსაკრებელი

100

21

სახელმწიფო საექპერტიზო მოსაკრებელი

100

22

სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

22.1

საქართველოს სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე

100

22.2

საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია-მიგრაციის საკითხების განხილვისათვის:

22.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

22.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

22.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

22.3

სხვა სახელმწიფო ბაჟი, გადახდევინებული:

22.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

22.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

22.3.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

23

საკონსულო მოსაკრებელი

100

24

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი, გადახდევინებული:

24.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა

შესაბამისი სამსახურების მიერ

100

24.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

24.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

25

ამოღებულია

26

სატენდერო მოსაკრებელისახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას:

26.1

სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

100

26.2

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრებით

100

26.3

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებითადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი

100

27

შემოსულობა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემიდან

100

28

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, გადახდევინებული:

28.1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

90

10

28.2

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

90

10

29

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

100

30

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

100

31

კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

100

32

მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის

100

33

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)

100

34

მოსაკრებელი სამოქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის

100

35

სხვა მოსაკრებელი, გადახდევინებული:

35.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

35.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

35.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა

შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36

არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება

36.1

შემოსავალი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულებიდან

100

36.2

შემოსავალი სხვა საქონლის რეალიზაციიდან, გადახდევინებული:

36.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.3

შემოსავალი მომსახურებიდან, რომელიც გაწეულია:

36.3.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.3.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.3.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.4

შემოსავალი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონების იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

100

36.5

შემოსავალი სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, რომელიც:

36.5.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

35

36.5.2

განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე და სახელმწიფო სარგებლობაშია

65

35

36.5.3

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

100

36.5.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

100

36.6

შემოსავალი ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

35

65

36.7

შემოსავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

100

36.8

შემოსავალი სხვა სახელმწიფო ქონების (გარდა მიწისა) იჯარაში ან მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან, გადახდევინებული:

36.8.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.8.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

36.8.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37

შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან)

37.1

შემოსავალი სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, გადახდევინებული:

37.1.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.1.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.1.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.2

შემოსავალი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმებიდან

40

60

37.3

შემოსავალი საზღვრის უკანონოდ დარღვევისათვის გადახდილი ჯარიმიდან

100

37.4

შემოსავალი, გაცემული სესხის დაფარვის ვადის დარღვევისათვის გადახდილი საურავიდან, გადახდევინებული:

37.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.4.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.5

შემოსავალი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიდან, გადახდევინებული:

37.5.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.5.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.5.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.6

შემოსავალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებიდან

100

37.7

შემოსავალი სხვა ჯარიმებიდან და საურავებიდან, გადახდევინებული:

37.7.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.7.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

37.7.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

38

შემოსავალი მიმდინარე ტრანსფერებიდან, შემოწირულებებიდან და ქველმოქმედებიდან (გრანტების გარდა), განკუთვნილი:

38.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

38.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

100

38.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

100

39

შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან

100

40

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შემოსავალი, მიღებული:

40.1

ცენტრალური ხელისუფლების მიერ

100

40.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების მიერ

100

40.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ

100

41

შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან

41.1

შემოსულობა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, მათ შორის:

41.1.1

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

100

41.1.2

სახელმწიფო ძირითადი აქტივების გაყიდვიდან, რომლებიც:

41.1.2.1

განლაგებულია ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

65

35

41.1.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების სარგებლობაშია

100

41.1.2.3

განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე

65

35

41.1.2.4

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) სარგებლობაშია

100

41.2

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

35

65

41.3

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

100

41.4

შემოსულობა ლიცენზიების გაყიდვიდან, განხორციელებული:

41.4.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.4.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.5

შემოსულობა მატერიალური მარაგების გაყიდვიდან

41.5.1

შემოსულობა სტრატეგიული მარაგების გაყიდვიდან

100

41.5.2

შემოსულობა სხვა მატერიალური მარაგების (ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და შემდგომი რეალიზაციისათვის შეძენილი საქონელი) გაყიდვიდან, განხორციელებული:

41.5.2.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.5.2.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.5.2.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.6

შემოსულობა ფასეულობების გაყიდვიდან, განხორციელებული:

41.6.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.6.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.6.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.7

შემოსულობა არაწარმოებული აქტივებიდან

41.7.1

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

41.7.1.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

50

50

41.7.1.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე

50

50

41.7.1.3

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

100

41.7.1.4

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

100

41.8

შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია:

41.8.1

ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე

20

80

41.8.2

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა) ტერიტორიაზე

20

80

41.9

შემოსულობა ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

100

41.10

შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან

100

41.11

შემოსულობა წიაღისეულიდან

100

41.12

შემოსულობა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან

100

41.13

შემოსულობა სხვა ბუნებრივი აქტივებიდან

100

41.14

შემოსულობა არაწარმოებული არამატერიალური აქტივებიდან (პატენტები, სალიზინგო ხელშეკრულებები და სხვა ანალოგიური კონტრაქტები, აგრეთვე შეძენილი გუდვილი), გადახდევინებული:

41.14.1

ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.14.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.14.3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ

100

41.15

შემოსულობა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან

100

42

შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან, განკუთვნილი:

42.1

ცენტრალური ხელისუფლებისათვის

100

42.2

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისათვის

100

42.3

ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

100

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5926 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.45

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №221 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.137

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1936 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.241