დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1479-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190060.09.001.016175 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/2013 - 30/07/2014)
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს: |
1. შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით.
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება კომისიის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, კომისიის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები და სხვა ორგანიზაციული საკითხები. 4. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელშიც უნდა შედიოდნენ: ა) საპარლამენტო ფრაქციების და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ჯგუფის მიერ პროპორციულობის პრინციპის დაცვით დასახელებული პარლამენტის არაუმეტეს 20 წევრისა; ბ) იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით არ არის პარლამენტში წარმოდგენილი; გ) იმ არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ერთი წარმომადგენელი, რომლის მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%-ზე მეტის ხმებს მიიღებს; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; ე) სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის არაუმეტეს 20 ექსპერტ-სპეციალისტი, მათ შორის, ამავე სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2014 წლის 1 სექტემბრამდე. 6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი აპარატის საქმიანობა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა. 7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 ოქტომბერი 2013 წ. N1479-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები