საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/09/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.169.016130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
25/09/2013
ვებგვერდი, 01/10/2013
010320010.35.169.016130
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2013 - 13/04/2018)

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2013 წლის 25 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ემუხლის მე-2 პუნქტის და  37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი 1-ის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი



დანართი 1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ელექტრონულ რესურსებზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3.   ვებგვერდის მისამართია: www.dedoplistskaro. ge.   
4. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.

მუხლი 2. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიულად ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის  მიერ განსაზღვრული პირი (თანამშრომელი).
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
3. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება Word-ის ფორმატში.
4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

მუხლი 3. ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის  სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები  (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფაქსის ნომრები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ზ) ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობიაში  გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ) სამართლებრივი  აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობიაში   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად);
ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);
მ) ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);
ნ) ინფორმაცია  თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცაკლე - ქვეყნის შიგნით და ცაკლე - ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად);
ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);
პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);
ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);
რ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).
2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
3. ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.


დანართი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით

მოთხოვნის სტანდარტი


მუხლი 1
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და გამგეობის  არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ელექტრონულ რესურსებზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე - www.dedoplistskaro. ge ) და გამგეობის  ელექტრონულ რესურსზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.
მუხლი 3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული ფოსტის მისამართია:  dedoplistskaro_region@yahoo.com.
მუხლი 4
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.
მუხლი 5
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
მუხლი 6
მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდეგ კანცელარიაში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 7
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.