„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.169.016380
30
13/04/2018
ვებგვერდი, 18/04/2018
010320010.35.169.016380
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 13 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის  №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.10.2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.35.169.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 და დანართი 2  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი 1 და დანართი 2 თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი 1

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში – ინფორმაცია) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ელექტრონულ რესურსებზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3.   ვებგვერდის მისამართია: www.dedoplistskaro.gov.ge.

4.  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გამოქვეყნების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაციის დროულ დამუშავებასა და მიწოდებას.


მუხლი 2. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში პროაქტიულად ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიწოდებაზე პასუხისმგებელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის  მიერ განსაზღვრული პირი (თანამშრომელი).

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.

3.  პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება Word-ის ფორმატში.

4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.


მუხლი 3. ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:

ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიის  სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს,  მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებები  (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ვ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);

ზ) ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

თ) სამართლებრივი  აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიაში  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);

ი)  სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);

კ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ – მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად);

ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად);

მ) ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა და მერიაში თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);

ნ) ინფორმაცია  თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე – ქვეყნის შიგნით და ცალკე – ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად);

ო) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად);

პ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებისათვის გაწეული ხარჯის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

ჟ) ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება ყოველწლიურად);

რ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).

2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

 3. ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია – წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.



დანართი 2

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით

მოთხოვნის სტანდარტი


1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის   საკრებულოსა და მერიის   არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.

2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა ხდება დაინტერესებული პირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის   ელექტრონულ რესურსებზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის   ვებგვერდზე – www.dedoplistskaro.gov.ge ) და მერიის     ელექტრონულ რესურსზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული ფოსტის მისამართია:  dedoplistskaroregion@yahoo.com.

4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის საშუალებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემასსაჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

6. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდეგ კანცელარიაში რეგისტრაციის მომენტიდან.

7. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.