დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.18.011.016106 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2013 - 01/02/2018)
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში ,,ბანკი“) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში „ნუსხა“).
2.ბანკი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე). 3. ბანკის ვებგვერდის მისამართია www.nbg.gov.ge 4. ბანკის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. ბანკის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართით №1–ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
2.ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ინფორმაციის ბანკის ვებ–გვერდზე დროულად განთავსებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა) 3.ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებ–გვერდზე განთავსებას. 4. ბანკის სტრუქტურული ერთეულის უფროსი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის პერიოდულად და დროულად მიწოდებას. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.ბანკი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
2.ბანკის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი |
1.დაინტერესებულ პირს შეუძლია ბანკისაგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.
2. ბანკის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგისტრირდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან და ავტომატური დადასტურების შემდეგ გადაეგზავნება იმ სტრუქტურული ერთულის ხელძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება მოთხოვნლი ინფორმაცია. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადები და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. 5. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს, რაც ელექტრონულად ეცნობება დაინტერესებულ პირს. 6. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით (ან მისი თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით, მოსაკრებლის გადახდით). |
დანართი №1
|
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები