„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320010.18.011.016272
11/04
01/02/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
010320010.18.011.016272
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №11/04

2018 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 23 დეკემბრის №1894-რს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.18.011.016106) დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე