დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24.01.1077 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 19/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.37.101.016166 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
24.01.1077
19/09/2013
ვებგვერდი, 25/09/2013
010320010.37.101.016166
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/09/2013 - 10/12/2013)
|
„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით. |
| მუხლი 2 |
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge |
| მუხლი 3 |
ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები - საქალაქო სამსახურები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge. |
| მუხლი 4 |
ქ. თბილისის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულები, ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელეტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან შესაბამისი რაიონული გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და ამ დადგენილების პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge. |
| მუხლი 5 |
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@tbilisi.gov.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით, ყველა იმ რეკვიზიტის მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით. ასეთი წესით მომზადებული განცხადებისა და მოთხოვნის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის PDF ფორმატში სკანირებული ფაილი ან ფაილები გადმოგზავნილი უნდა იქნეს შესაბამის ელექტონული ფოსტის მისამართზე. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველია. |
| მუხლი 8 |
ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტსა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს განსაზღვრავენ მათ მიერ გამოცემული აქტებით. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები