საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30.13.1513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320010.37.101.016174
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30.13.1513
10/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
010320010.37.101.016174
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2013 - 30/12/2014)

 

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №30.13.1513

2013 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით.
მუხლი 2
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge.
მუხლი 3
ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები - საქალაქო სამსახურები ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს  ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge.
მუხლი 4
ქ. თბილისის რაიონული გამგეობების სტრუქტურული ერთეულები ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამუშავებული სახით, ელეტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით აწვდიან შესაბამისი რაიონული გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ეცნობა მათ და ამ დადგენილების პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ აქვეყნებს ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.Tbilisi.gov.ge.
მუხლი 5
საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია foi@tbilisi.gov.ge მისამართზე შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
მუხლი 6
1. ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა თუ იგი შეეხება კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიღებას, უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით, ყველა იმ რეკვიზიტის მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით. ასეთი წესით მომზადებული განცხადებისა და მოთხოვნის ავტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის PDF ფორმატში სკანირებული ფაილი ან ფაილები გადმოგზავნილი უნდა იქნეს შესაბამის ელექტონული ფოსტის მისამართზე.

2. თუ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა არ შეეხება კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიღებას, იგი შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 7
ამ დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მუხლი 8
ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტსა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს განსაზღვრავენ მათ მიერ გამოცემული აქტებით.
მუხლი 9
ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში  უზრუნველყონ მათთან დაცული ყველა სახის  საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელიც არ  შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას.
მუხლი 10
1. პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და წესები, ასევე, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები და მონაცემთა სუბიექტის უფლებები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. კომერციული საიდუმლოების ცნება, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევათან დაკავშირებული ურთიერთობები,  ვალდებულებები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მუხლი 11
1. პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად სავალდებულოა დაიფაროს/დაიშტრიხოს გამოსაქვეყნებელი/გასაცემი ინფორმაციიდან მონაცემები/ეპიზოდ(ებ)ი (მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშო ადგილი ან სასწავლებელი იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მონაცემები, ერთობლიობაში, იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას).

2. კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველაყოფად  საჯარო ინფორმაციის გამცემი დაწესებულება (ორგანო) ვალდებულია დაიფაროს/დაიშტრიხოს კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ასევე   მოთხოვნილი დოკუმენტი  გაასაჯაროვოს  კომერციული ინფორმაციის შემცველი ნაწილ(ებ)ის გარეშე.

მუხლი 12
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის 2013 წლის 19 სექტემბრის №24.01.1077 დადგენილება.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

          


ქალაქ თბილისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელიირაკლი აბესაძე