დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016193 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
68
10/09/2013
ვებგვერდი, 10/09/2013
010320040.22.023.016193
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/09/2013 - 08/02/2016)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’ |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი |
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის და მართვის გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, შესაბამის სფეროში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო გარემოსდაცვით/კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში შეთანხმებებზე მუშაობის გამოცდილება; |
ვ)
გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სფეროში პრობლემების ცოდნა; |
ზ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის განხილვისა და კორესპონდენციის სრულყოფილად წარმოება); |
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა;
|
მუხლი 2.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი |
1.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
დ)
გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; |
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა; |
2.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
დ)
ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი, ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების რისკის შემცირების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; |
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის განხილვისა და კორესპონდენციის სრულყოფილად წარმოება), რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა.
|
მუხლი 3.
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი |
ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: |
ა)
უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; |
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; |
გ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; |
დ)
გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა; |
ე)
სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილებას; |
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; |
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა. |
2.
26/12/2016 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
51 -
ვებგვერდი, 27/12/2016
1.
08/02/2016 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
6 -
ვებგვერდი, 09/02/2016
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 26/12/2016
გამოქ. თარიღი : 27/12/2016
დოკუმენტის ნომერი : 51
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N68 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1
მიღების თარიღი : 08/02/2016
გამოქ. თარიღი : 09/02/2016
დოკუმენტის ნომერი : 6
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები