საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016372
6
08/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
010320040.22.023.016372
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის N68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2016 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №68 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 10/09/2013, 010320040.22.023.016193) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1.  პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point - ძალიან კარგად, Outlook - ძალიან კარგად) ცოდნა; Google Apps for Work (Business) - ცოდნა.“.

2. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება გარემოსდაცვითი, ტექნიკური ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;

ბ) სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დ) გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel - კარგად, Power Point - კარგად, Outlook - კარგად) ცოდნა; Google Apps for Work (Business) - ცოდნა.

მუხლი 3. ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობების ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით;

ბ) სასურველია შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის გამოცდილება;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

დ) გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №9 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) სასურველია სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point - კარგად, Outlook - კარგად) ცოდნა; Google Apps for Work (Business) - ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი