მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ

მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017378
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
211
16/08/2013
ვებგვერდი, 19/08/2013
280120000.10.003.017378
მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2013 - 16/04/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2013 წლის 16 აგვისტო

ქ.თბილისი

 

მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მიზნობრივი სოციალური პროგრამა „სოციალური სახლი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



მიზნობრივი სოციალური პროგრამა

„სოციალური სახლი“


მუხლი 1
ამ პროგრამის მიზანია სოციალურად შეჭირვებული შინამეურნეობებისთვის, დროებითი ღონისძიების სახით, „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა. 
მუხლი 2
1. „სოციალური სახლი“ წარმოადგენს სერვისს, რომელიც მიეწოდებათ ერთ ოჯახად მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ შინამეურნეობებს (შემდგომში – პროგრამის ბენეფიციარი).

2. პროგრამაში ბენეფიციარად განსაზღვრა, ჩარიცხვა/ამორიცხვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გადაწყვეტილებით.

3. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი), რომელიც:

ა) სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების (მ.შ. წერილი, ბრძანება, და ა.შ.) საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას „სოციალური სახლის“ პროექტის ფარგლებში შესაბამის ბენეფიციართან;

ბ) ამტკიცებს „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების წესებსა და პირობებს („სოციალური სახლით“ სარგებლობის შინაგანაწესს, ბენეფიციარის უფლებება/მოვალეობებს და სხვა);

გ) მონიტორინგს უწევს ამ პროგრამის ფარგლებში „სოციალური სახლის“ სერვისით სარგებლობის პროცესს.

მუხლი 3
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,  შესაძლებელია განხორციელდეს ფონდის ბალანსზე არსებული ცალკეული მოძრავი ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემა (თხოვების ფორმით) ფონდსა და ბენეფიციარის სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს შორის, გაფორმებული ქონების დროებითი სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 4
1. „სოციალური სახლის“ სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა უფლებები, მოვალეობები და „სოციალური სახლის“ სერვისის სარგებლობის წესები განისაზღვრება ფონდის მიერ.

2. პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისამდე.