დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პენიტენციურ დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016210 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/08/2013 - 22/04/2014)
|
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესები (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესები
|
| მუხლი 1 |
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციათა (შემდგომში – ორგანიზაცია) ეთიკის წესები განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ორგანიზაციების ქცევის წესს.
2. ეთიკის წესების მიზანია დაწესებულებაში ორგანიზაციების მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, შესაბამისი ქცევის უზრუნველყოფა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
|
| მუხლი 2 |
1. ეთიკის წესები ვრცელდება იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლებზე, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული მიზნით იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე.
2. აღნიშნული წესები არ ვრცელდება სპეციალური პრევენციული ჯგუფის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთაც აქვთ დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება.
|
| მუხლი 3 |
ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია:
ა) დაიცვას დაწესებულების დებულებით დადგენილი ნორმები; ბ) შეასრულოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერი მითითებები წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით; გ) თავისი საქმიანობის შესრულებისას იყოს მოწესრიგებული ჩაცმულობით; დ) არ გაახმაუროს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული ინფორმაცია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დაწესებულებაში საქმიანობისას; ე) დაწესებულებაში საქმიანობისას მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სამინისტროსთან დადებულ შეთანხმებაში, რის საფუძველზეც იმყოფება დაწესებულებაში; ვ) არ დაპირდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი საკითხის მოგვარება, რაც მის კომპეტენციაში არ შედის; ზ) არ მიიღოს საჩუქრები ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და მათი ახლო ნათესავებისაგან; თ) თავი შეიკავოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და დაწესებულების წარმომადგენელთა წინაშე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ან/და დაწესებულების პერსონალის კრიტიკისაგან.
|
| მუხლი 4 |
ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იყოს თავაზიანი როგორც დაწესებულების ადმინისტრაციის, ისე დაწესებულებაში განთავსებულ ბრლადებულთა/ მსჯავრდებულთა მიმართ. მან თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ფორმის უხეშობისაგან და პატივი უნდა სცეს სხვა ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და ღირსებას.
|
| მუხლი 5 |
დაუშვებელია ორგანიზაციის წარმომადგენელი დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდეს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
|
| მუხლი 6 |
1. ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწესებულებაში თავისი საქმიანობის განხორცილებისას წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა უნდა მოაგვაროს დაწესებულების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება დაწესებულების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენელი უფლებამოსილია მიმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან/და სამინისტროს.
|
| მუხლი 7 |
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი დაარღვევს ამ ეთიკის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო უფლებამოსილია მისცეს გაფრთხილება ან/და შეწყვიტოს ორგანიზაციასთან ურთიერთობა და აღნიშნული ორგანიზაცია არ დაუშვას დაწესებულებაში.
|
| მუხლი 8 |
1. სამინისტრო განსაზღვრავს საკონტაქტო პირს/პირებს ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, რომლებიც ასევე განახორციელებენ აღნიშნული ეთიკის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას.
2. სამინისტრო ვალდებულია გააცნოს ეთიკის წესები ყველა ორგანიზაციას, რომელიც სამინისტროს მიმართავს გარკვეული მიზნით დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები