დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016517 |
|
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №211 ბრძანებაში (სსმ,100110000.22.038.016210, 19/08/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციურ დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ“ ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესები (დანართი №1).“. 2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციურ დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესები“ ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. პენიტენციურ დაწესებულებაში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციათა (შემდგომში – ორგანიზაცია) ეთიკის წესები განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ორგანიზაციების ქცევის წესებს. 2. ეთიკის წესების მიზანია დაწესებულებაში ორგანიზაციების მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, შესაბამისი ქცევის უზრუნველყოფა, დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.“. გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება დაწესებულების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენელი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები