მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.153.016175
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
12/08/2013
ვებგვერდი, 19/08/2013
470230000.35.153.016175
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/08/2013 - 10/12/2013)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2013 წლის 12 აგვისტო

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის   მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის  შესაბამისად,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების  პროგრამა’’ №1 დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013  წლის სოციალური  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14  იანვრის  №1 დადგენილება (სსმ. 470230000.35.153.016141. 21.01.2013).  
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



 

                                                                                                        დანართი №1        

 

 მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  

მოსახლეობის  2013  წლის  სოციალური  დახმარების

პ  რ  ო  გ  რ  ა  მ  ა


მუხლი 1. პროგრამის  მიზანი
1. ამ  პროგრამის  მიზანს  წარმოადგენს  საყოველთაო  ჯანდაცვის  დაზღვევისა  და  სხვა  სახის  დაზღვევით  მოსარგებლე  პირების  იმ  სამედიცინო  მომსახურების  წილის  დაფინანსება,  რაც  არ  ფინანსდება  ან/და  ნაწილობრივ  ფინანსდება  სახელმწიფოს  ან/და  სადაზღვევო  კომპანიის  მიერ.
  1. სოციალური  დახმარების  მიზნით,  ერთჯერადი  მუნიციპალური  დახმარების  გაცემა,  ასევე   მე-2  მსოფლიო  ომის  მონაწილეების,  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის,  თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის  დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ  დაკარგულ,  მიღებული  ჭრილობების  შედეგად  გარდაცვლილ  პირთა  ოჯახის  წევრებზე  (მეუღლე,  შვილები),  გარდაცვლილთა  სარიტუალო  ხარჯების  დაფარვა.

მუხლი 2. პროგრამის  მოსარგებლეები
1. პროგრამის  მოსარგებლეები  არიან  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებული  საქართველოს  მოქალაქეები  (შემდგომში - მოსარგებლე):

ა)    ეკონომიურად  გაჭირვებული  პირები; 

ბ)    მარტოხელა  დედები  (მათი  შვილები)  და  მრავალშვილიანი  ოჯახის  (4  და     მეტი  შვილი)  წევრები;

გ)  მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის,  თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის  დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ  დაკარგულ,  მიღებული  ჭრილობების  შედეგად  გარდაცვლილ  პირთა  ოჯახების  წევრები (მეუღლე,  შვილები);

დ)   მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობისა  და  საკრებულოს  თანამშრომლები;

ე)   სხვა  გამონაკლისი  შემთხვევები,  როდესაც  ოჯახს  თანაგადახდის  არავითარი  საშუალება  არ  გააჩნია (დასტურდება  ტერიტორიული  რწმუნებულის  შუამდგომლობით).

  1.  მოსარგებლე  ამ  პროგრამით  გათვალისწინებულ  დახმარებას  იღებს  სახელმწიფო  დახმარების  სახით.

მუხლი 3. სამედიცინო  მომსახურების  მოცულობა
1.    პროგრამა  ითვალისწინებს  სამედიცინო  მომსახურებებს:

ა)     რომელიც  არ  ფინანსდება  ან/და  ნაწილობრივ  ფინანსდება  საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამით;

ბ)     რომელიც  არ  ფინანსდება  ან/და  ნაწილობრივ  ფინანსდება  სადაზღვევო  პაკეტით;

დაფინანსების  ზედა  ზღვარი  თანადაფინანსების  შემთხვევაში  შეადგენს  არაუმეტეს  500  ლარს;

ნოზოლოგიები,  რომლებსაც  არ  აფინანსებს  საყოველთაო  ჯანდაცვის  პროგრამა  ან  სხვა       

სადაზღვევო  პაკეტი  იფარება  შემდეგი  ოდენობით:

1000  ლარამდე- 70 %-მდე;

1001-დან   2000 ლარამდე-50%-მდე;

2001-დან ზევით   40%-მდე.

2. სამედიცინო  მომსახურება  სრული  მოცულობით  დაფინანსდება  შემდეგ  მოსარგებლეებზე:

ა)    მარტოხელა  დედები  (მათი  შვილები)  და  მრავალშვილიანი  ოჯახის  (4  და  მეტი  შვილი)  წევრები;

ბ)    მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის,  თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის  დაღუპულ,  უგზო-უკვლოდ  დაკარგულ,  მიღებული  ჭრილობების  შედეგად  გარდაცვლილ  პირთა  ოჯახების  წევრები  (მეუღლე,  შვილები);

გ)    მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობისა  და  საკრებულოს  თანამშრომლები;

დ)   სხვა  გამონაკლისი  შემთხვევები,  როდესაც  ოჯახს  თანაგადახდის  არავითარი  საშუალება  არ  გააჩნია  (დასტურდება  ტერიტორიული  რწმუნებულის  შუამდგომლობით).


მუხლი 4. სამედიცინო  მომსახურების   დაფინანსების  მეთოდოლოგია  და  ანაზღაურების  წესი
1.  მოსარგებლე,  რომლის  სამედიცინო  მომსახურება  არ  ფინანსდება  ან  ნაწილობრივ  ფინანსდება  სხვადასხვა  სადაზღვევო  პაკეტით  წარმოადგენს:

ა) განცხადებას  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის  ქსეროასლს;

გ) შესაბამისი  ტერიტორიული  ორგანოს  რწმუნებულის  შუამდგომლობას,  რომელიც  განსაზღვრავს  მოსარგებლე  ოჯახის  ფინანსური  მდგომარეობის  სიმძიმეს;

დ) სამედიცინო  დაწესებულების  მიერ  გაცემულ  შემდეგ  დოკუმენტებს:

ე) ფორმა  №100;

ვ) ხარჯთაღრიცხვას;

ზ)  ანგარიშ-ფაქტურასю

  1.   მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მიერ  ,,მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრები  სოციალურად  დაუცველი  მოსახლეობისათვის  სამედიცინო  და  სოციალური  პროგრამების  განსახორციელებლად  შექმნილი  კომისია’’   (შემდგომში - კომისია) კვირაში  ერთ  დღეს  (გადაუდებელი  შემთხვევისას   რიგგარეშე  სხდომაზე)  იხილავს  მოქალაქეთა  განცხადებებს.

     

  1.  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  შესაბამისად,  კომისიის  მიერ  ამ  პროგრამის  მე-4  მუხლით  დადგენილი  მოცულობის  შესაბამისად,  განისაზღვრება  თანხის  ოდენობა.
  1.  კომისიის  ოქმი  დგება  სხდომიდან  არაუგვიანეს  სამი  დღისა,  რომელსაც  ხელს  აწერს  კომისიის  თავმჯდომარე,  მოადგილე  და  კომისიის  ყველა  წევრი.
  1. კომისიის  ოქმი  სარეკომენდაციო  დოკუმენტის  სახით,  წარედგინება  გამგებელს,  რომელიც  იღებს  გადაწყვეტილებას  მოსარგებლის  დაფინანსების  თაობაზე  და  ხელს  აწერს  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის    მიერ  მოსარგებლეთა  მიმართ  გაცემულ  საგარანტიო  წერილს,  რომელსაც  მოსარგებლე  წარადგენს    სამედიცინო  დაწესებულებაში.
  1. როგორც  ინდივიდუალურ,  ასევე  წლიურ  ხელშეკრულებებს    სამედიცინო  დაწესებულებებთან  ხელს  აწერს  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე.
  1. კონტრაქტორი  სამედიცინო  დაწესებულება  მცხეთის  მუნიციპალიტეტში  წარმოადგენს  იმ  ფინანსურ  დოკუმენტს,  რომლითაც  დასტურდება  პაციენტის  მიმართ  გაწეული  სამედიცინო  მომსახურება.  აღნიშნული  დოკუმენტის  წარმოდგენის  შემდგომ  ხდება  მკურნალობის  ღირებულების  დაფინანსება  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  მიერ.

8. პროგრამის  მოქმედება  არ  ვრცელდება:

ა)    ქვეყნის  ფარგლებს  გარეთ  მკურნალობაზე,  აგრეთვე  ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული  საშუალების  ზემოქმედებით  აღმოცენებულ  და  სქესობრივი  გზით გადამდები  დაავადებების  მკურნალობაზე;

ბ)   განაცხადის  წარდგენამდე  გაწეულ  დასრულებულ  მომსახურებაზე;

გ)    მშობიარობაზე  (მათ  შორის,  საკეისრო  კვეთის  ოპერაციაზე);

დ)   პლასტიკურ  ქირურგიულ  მომსახურებაზე;

ე)    ფიზიოთერაპიულ  და  კურორტულ  მომსახურებაზე.


მუხლი 5. ერთჯერადი  სახელმწიფო  (ფულადი)  დახმარების  დაფინანსების  წესი:
1.  ერთჯერადი  მუნიციპალური  (ფულადი)  დახმარება  გაიცემა  პირებზე,  რომლებიც  განიცდიან  ეკონომიურ  სიდუხჭირეს,  უმუშევრობის,  დაბალშემოსავლიანობის,  მძიმე  ავადმყოფობის,  უსახლკარობის,  მარტოხელა  მოხუცებულობის,  სტიქიის  ან  სხვა   მიზეზთა  გამო  და  დადგენილი  წესით  მიმართავენ  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგეობას.
  1. ერთჯერადი  სახელმწიფო  (ფულადი)  დახმარების  მისაღებად  განმცხადებელმა  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტაცია:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  სახელზე;

ბ) ტერიტორიული  რწმუნებულის  შუამდგომლობა,  რომელშიც  განსაზღვრული    იქნება   ოჯახის  გაჭირვების  ხარისხი,  რწმუნებული  პასუხისმგებელია  მის  მიერ  გაცემული  დოკუმენტაციის  სიზუსტეზე.

 გ) პირადობის  მოწმობის  ქსეროასლი;

დ) პირადი  საბანკო  ანგარიშის  ნომერი;

  1.  კომისია  მოსარგებლეთა  დახმარების  საკითხს  განიხილავს  და  იღებს  სარეკომენდაციო  დოკუმენტს  ოქმის  სახით,  რომელიც  წარედგინება  გამგებელს.
  2. გამგებელი   ხელს  აწერს  მოსარგებლეთათვის  თანხის  გადარიცხვის  დოკუმენტს.
  3. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე.

მუხლი 6. მე-2  მსოფლიო  ომის  მონაწილეების,  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის, თავისუფლებისა  და  დამოუკიდებლობისათვის  დაღუპულ,  უგზო-უკლოდ  დაკარგულ,  მიღებული  ჭრილობების  შედეგად    გარდაცვლილ  პირთა   ოჯახების   წევრებზე (მეუღლე,  შვილები)  სარიტუალო  ხარჯის  დაფარვა.

  1.  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  შემდეგი  სარიტუალო  მომსახურება:

ა)   ტერიტორიული  მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკლოდ  დაკარგულ, მიღებული  ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები),    მეომართა  სარიტუალო  ღონისძიებისათვის  საჭირო  თანხა - 250  ლარი;

ბ)   მცხეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  გარდაცვალების  შემთხვევაში  სარიტუალო  მომსახურებისათვის  საჭირო  თანხა  -  200 ლარი.

2. მუნიციპალიტეტში  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია;

ა) დაკრძალვის  ხარჯის  მიმღები  პირის  განცხადება  მცხეთის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის   სახელზე;

ბ) გარდაცვალების  მოწმობა;

გ) ცნობა  ტერიტორიული  ორგანოს  რწმუნებულის  გარდაცვლილის  ოჯახის  სტატუსის  შესახებ;

დ) ერთი  სრულწლოვანი  წევრის  საბანკო  ანგარიშის  ნომერი,  რომელიც  უზრუნველყოფს  დაკრძალვის  ხარჯის  გაღებას.

3. სარიტუალო  ხარჯის  ანაზღაურების  საკითხს  იხილავს  კომისია  და  დგება  ოქმი,  რომელიც  წარედგინება  გამგებელს  ხელმოსაწერად;

4. თანხის  გადახდა  ხდება  უნაღდო  ანგარიშწორებით.