დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016185 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2013 წლის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 12 აგვისტოს №35 დადგენილება ( სსმ. 19/08/2013 010250000.35.153.016176). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური დახმარების
პ რ ო გ რ ა მ ა |
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
|
მუხლი 2.
პროგრამის მოსარგებლეები |
ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები; ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები); გ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია (დასტურდება ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობით).
|
მუხლი 3.
სამედიცინო მომსახურების მოცულობა |
ა) რომელიც არ ფინანსდება, ან/და ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; ბ) რომელიც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით (დასტურდება სადაზღვევო კომპანიიდან წარმოდგენილი დოკუმენტით);
3.1 500ლარამდე - 100%; 3.2. 1000 ლარამდე- 70 %-მდე; 3.3. 1001-დან 2000 ლარამდე-50%-მდე;
4. გამოკვლევის, თუთერაპიული სამედიცინო მომსახურების 100%-ით დაფინანსება სრული მოცულობით ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, შემდეგ მოსარგებლეებზე: ა) მარტოხელა დედები (მათი შვილები) და მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრები; ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები); გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები; დ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია (დასტურდება ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობით).
|
მუხლი 4.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი |
ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს; გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობას, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლე ოჯახის ფინანსური მდგომარეობის სიმძიმეს; (სადაზღვევოს დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე); დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შემდეგ დოკუმენტებს: დ.ა. ფორმა # 100; დ.ბ. ხარჯთაღრიცხვას; დ.გ. ანგარიშ-ფაქტურას;
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე; ბ) განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე; გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე); დ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე; ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; |
მუხლი 5.
ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი |
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის გაჭირვების ხარისხი.(რწმუნებული პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე); გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი; დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
|
მუხლი 6.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრებზე(მეუღლე, შვილები) სარიტუალო ხარჯის დაფარვა. |
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები (მეუღლე, შვილები), მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 ლარი; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა - 200 ლარი.
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა გარდაცვლილის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები