დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 900-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/07/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.016078 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (20/08/2013 - 07/03/2014)
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71 განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.“. 2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25 1. პარტიის ქონებას ქმნის: ა) საწევრო შენატანები; ბ) შემოწირულებები; გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა; დ) სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას. 2. შემოწირულებად ითვლება: ა) პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი თანხა; ბ) პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან; გ) პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი). 3. შემოწირულებისთვის დადგენილი წესები ასევე ვრცელდება პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდასაჭერად გაღებულ ფულად სახსრებზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები. 4. შემოწირულებისთვის ამ კანონით დადგენილი წესები ასევე ვრცელდება პარტიის ან ამავე კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეულ ფულად ხარჯზე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემულ მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობაზე ან გაწეულ მომსახურებაზე (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები. 5. პარტიას უფლება აქვს, აიღოს კრედიტი მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკისაგან საერთო რაოდენობით არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.“. 3. 251 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის/საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას/საარჩევნო სუბიექტს.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261 1. პარტიისთვის ამ თავით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. 2. თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული შემოწირულებებისთვის დადგენილი წესების ან ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელი ნორმების განმეორებითი დარღვევისათვის, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობისთვის ამ თავით დადგენილი წესი. 3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი. აღნიშნულ პირზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი შეზღუდვები. 4. შეზღუდვების მიზანია პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებზე შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო მიზნების მისაღწევად ფინანსური ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, თუ ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისათვის გვერდის ავლის მიზნით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას. 6. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ. 7. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს. 8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“. 6. 27-ე მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს. 2. შემომწირველი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომლის წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებულია მის სასარგებლოდ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. 3. მოქალაქემ და იურიდიულმა პირმა შემოწირულებები შეიძლება განახორციელონ წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობები არ უნდა აღემატებოდეს მათთვის ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს. ამასთანავე, ერთი ბენეფიციარის მიერ სხვადასხვა იურიდიული პირის მეშვეობით პარტიებისთვის განხორციელებული შემოწირულებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირის მიერ პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულების დადგენილ ზღვრულ ოდენობას.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“; გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 30-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი.“; ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში) კანდიდატთა ყოველ ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%-ით.“. 8. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს დეკლარაციის შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. აღნიშნულ ხარჯებში არ იგულისხმება ამ კანონის 261 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ პარტიის ინსტიტუციური მხარდაჭერის მიზნით გაწეული ხარჯები.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, უფლება აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.“. 9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტია, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პარტიისა, ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.“. 10. 331 მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. 341 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს;“; ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიებისათვის და ამ კანონის 261 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის შემომწირველი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 48 საათში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. აღნიშნული მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“. 12. 342 მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან დამალვა − გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით. 2. ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება, როდესაც შემოწირულების მიმღებს კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა, − გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით. 3. პირის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით.“; გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.“; ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“; ვ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14–მე-16 პუნქტები: „14. წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. 15. სასამართლო ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში. გასაჩივრება არ აჩერებს ყადაღის მოქმედებას. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა. 16. ამ კანონის მიზნებისათვის აკრძალულ შემოწირულებად/საწევრო შენატანად ითვლება: ა) ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებული შემოწირულება/საწევრო შენატანი; ბ) ამ კანონით განსაზღვრული არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების/საწევრო შენატანის სრული ოდენობა; გ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი შემოწირულება/საწევრო შენატანი.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივლისი 2013 წ. N900-რს |
დოკუმენტის კომენტარები