დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/18 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016167 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
12/18
30/07/2013
ვებგვერდი, 06/08/2013
010250020.35.111.016167
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2013 - 30/03/2017)
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე
გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი, თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე
ვაჭრობის რეგულირების წესი |
| მუხლი 1 |
თვითმმართველ ქალაქ ფოთში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში, რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას. |
| მუხლი 2 |
1.
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით. |
2.
საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.) მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით. |
3.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. |
| მუხლი 3 |
1.თვითმმართველ ქალაქ ფოთში გარე ვაჭრობის ადგილად განისაზღვროს შემდეგი ადგილები: |
ა)
რიონის მარცხენა სანაპირო; |
ბ)
ფარნავაზ მეფის ქუჩა; |
გ)
ლაგრანჟეს ქუჩა. |
| მუხლი 4 |
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერი, დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს, აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას. |
| მუხლი 5 |
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან, კონტროლს უწევს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური და თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები