ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016326
8/8
30/03/2017
ვებგვერდი, 03/04/2017
010250020.35.111.016326
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №8/8

2017 წლის 30 მარტი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის   №12/18 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია



დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

მუხლი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონალური კონსტრუქციები (დროებითი ნაგებობა) ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში, რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას.
მუხლი 2
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვა) მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 3
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის ადგილები განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.
მუხლი 5
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან, კონტროლს უწევს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური.