ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
26/07/2013
ვებგვერდი, 29/07/2013
010250020.35.122.016146
ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/07/2013 - 27/07/2018)

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2013 წლის 26 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 2093 მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვება და  ხეტიალი.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვებისა და  ხეტიალის  აკრძალვის წესი (დანართი №1).
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”-ზე.
მუხლი 4
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”–ს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ქ. წყალტუბოს  ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე



დანართი №1
ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)   ძოვებისა და  ხეტიალის  აკრძალვის წესი

1. ეს წესი აწესრიგებს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.   

 2. ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით.

4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.

5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.

 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”–ს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

8. ქ. წყალტუბოს  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.      

9. მომსახურების საფასური გაანგარიშდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.  

10. ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო  მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”–ს  ანგარიშზე.

11. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს