მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.153.016169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
01/07/2013
ვებგვერდი, 05/07/2013
370020000.35.153.016169
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/07/2013 - 31/12/2015)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2013 წლის 1 ივლისი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება, რომელშიც გამოიყოფა სამი ზონა : ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული.

2.1.   ცენტრალურ ზონაში  (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 70.02  ლარი.

2.2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი  და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 63.65  ლარი.

2.3.  პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი, მუხადგვერდი, კარსანი) მიწის ნორმატიული ფასი – 57.28 ლარი. 

მუხლი 3
სოფლებში მიწის ნორმატიულ ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30 % ანუ 19.09  ლარი;
მუხლი 4
დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 40% ანუ 25,46  ლარი.

 

მუხლი 5
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 80 % ანუ 50.92 ლარი.
მუხლი 6
 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის  №11 დადგენილება (სსმ, 13.02.2012,  370020000.35.153.016095).
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



                                  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

                                     2013 წლის   1 ივლისის  №29   დადგენილების დანართი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:    

 

CN = IMG  X  ITL X C X K, სადაც:

CN –  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი ქ.მცხეთის შუალედურ ზონაში.

 

IMG –  არის ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,63-ს;

 

ITL –  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მცხეთის შუალედურ ზონაში. უდრის 1-ს;

 

C –  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

 

K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 421 -ს.

 

 

ტერიტორიაK

 

IMG

ITL

C

K,

შუალედური ზონის

ნორმატიული

ფასის %

N

CN

ლარი

I. . მცხეთა  .შ.

1. ცენტრალური

2. შუალედური

3. პერიფერიული

 

II. სოფლებში

 

III. დასახლებათა შორის არეალები

 

IV საერთაშორისო

და შიდასახელმწ. გზების გასწვრივ

     

 

 0.63

  -

  -

 

 

  -

 

 

-

 

 

 

-

 

1.1

1

0.9

 

 

  1

 

 

  1

 

 

 

  1     

 

0.24

-

-

 

 

-

 

 

-

 

 

 

-     

 

421

-

-

 

 

-

 

 

-

 

 

 

-

 

110

100

90

 

 

30

 

 

40

 

 

 

80

 

70.02

63,65

57,29

 

 

19.09

 

 

25.46

 

 

 

50.92