დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
168
04/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
010320040.22.038.016192
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/07/2013 - 01/04/2014)
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულება
|
| მუხლი 1 |
|
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას.
2. სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე.
|
| მუხლი 2 |
|
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისას დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა;
ბ) შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება;
ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
|
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე.
|
| მუხლი 4 |
|
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ;
ე) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებებს.
|
| მუხლი 5 |
|
1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
|
| მუხლი 6 |
|
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ.
|
| მუხლი 7 |
|
სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
|
| მუხლი 8 |
|
ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბრალდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ბ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსული მოთხოვნების უზრუნველყოფა პატიმართა სასამართლო პროცესზე წარმოდგენის შესახებ;
გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
| მუხლი 9 |
|
მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ბ) ამინისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
| მუხლი 10 |
|
1. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორები;
ბ) ინსპექტორები.
|
3.
10/08/2015 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
84 -
ვებგვერდი, 12/08/2015
2.
06/02/2015 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
15 -
ვებგვერდი, 06/02/2015
1.
01/04/2014 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
38 -
ვებგვერდი, 01/04/2014
დოკუმენტის ცვლილებები
3
მიღების თარიღი : 10/08/2015
გამოქ. თარიღი : 12/08/2015
დოკუმენტის ნომერი : 84
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
2
მიღების თარიღი : 06/02/2015
გამოქ. თარიღი : 06/02/2015
დოკუმენტის ნომერი : 15
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 01/04/2014
გამოქ. თარიღი : 01/04/2014
დოკუმენტის ნომერი : 38
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები