დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016430 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის №168 ბრძანებით (სსმ, 010320040.22.038.016192, 08/07/2013) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისას დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა; ბ) შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება; ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა; ზ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა; თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სამმართველო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები