დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28763 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 25/06/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/06/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016224 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება № 28763
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2013 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი № 1 ):
ა.ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოწმობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საქონლის შემოტანისას – სასაქონლო პარტიის მიმღებს, საქონლის გატანისას – სასაქონლო პარტიის გამგზავნს, ტრანზიტით გადაადგილებისას – სასაქონლო პარტიის მფლობელს, ხოლო საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილებისას, ასევე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო საწყობიდან საქონლის გადაადგილებისას − საწყობის მფლობელს, ან ამ პუნქტში მითითებული პირის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.“;
ა.ბ) მე-9 მუხლის:
ა.ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) ხუთი დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში, ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE”-ში ან სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების თაობაზე, ხოლო დაშვებისთვის აუცილებელი მონაცემები სისტემაში (სისტემებში) დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეგზავნება მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“;
ა.ბ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განცხადების რეგისტრაციიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში სისტემაში დაშვებული პირის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა; “;
ა.გ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, ინფორმაციის დამუშავების, გაცვლის და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან ცვლის უფროსი.“;
ა.დ) 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გაფორმების სამმართველოს, გეზ-ის ან საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს ჟურნალში და საჭირო რაოდენობას გადასცემს ცვლის ან განყოფილების უფროსებს, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.“;
ა.ე) 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დროებით შემოტანილი საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის გაუქმებისა და საქონლის იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ვალდებულების შესრულების თაობაზე ამზადებს წერილობით დასკვნას და შესაბამის ინფორმაციას ასახავს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ბ.ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ.ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
„ 1. საბაჟო გამშვები პუნქტები
№ | კოდი | დასახელება |
1
| 69001
20011
| საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი” (მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
2 | 69002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
3
| 69003
69004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(საავტომობილო)
საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო”(სარკინიგზო) |
4 | 69005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი” |
5 | 69006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
6 | 69007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
7
| 69009
69021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (სარკინიგზო)
საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი და მტკვარი” (საავტომობილო) |
8 | 69010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
9 | 69101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
10 | 69301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
11 | 69302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
12 | 69401 69403 99403
20013 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”
ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
13 | 69501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” |
14 | 69601 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი” |
15
| 69604
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი” |
16 | 69603
20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი”
საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი” (მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) “. |
„ ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
002 | ხელშეკრულება |
003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
004 | სატრანსპორტო ზედნადები |
005 | კონოსამენტი |
006 | მანიფესტი |
007 | TIR-წიგნაკი |
008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
014 | ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ¨ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა |
016 | იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა. |
018 | იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
023 | დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი, შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა |
025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
030 | ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი |
031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
040 | საქონლის სპეციფიკაცია |
041 | საბანკო გარანტია |
042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
049 | შეფუთვის ფურცელი |
050 | ექსპერტიზის აქტი |
051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
056 | წერილი |
057 | განცხადება |
058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია |
067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია |
070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
201 | რკინიგზის ვაგონი, N |
202 | თვითმფრინავი, რეისი N |
203 | გემი, რეისი N |
204 | კონტეინერი, N |
210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- |
300 | ავტომანქანის მარკა |
330 | მედიკამენტის დასახელება |
333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
340 | აქციზური მარკების ნომრები |
341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
345 | აწონვის ქვითარი |
420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
446 | სასაქონლო ზედნადები |
447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი |
448 | შესაბამისობის შეფასების ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად |
449 | განსაზღვრული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა |
450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი |
451 | ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი |
452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი “. |
დოკუმენტის კომენტარები