2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016599
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
79/ნ
24/06/2013
ვებგვერდი, 25/06/2013
430060000.22.022.016599
2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/06/2013 - 25/12/2013)

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2013 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N66 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების ჩამონათვალი, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი



დანართი 1
 

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი და პირობები (შემდგომში − წესი) ადგენს 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.

2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილებისა და ამ ადგილებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მინიჭებული აბიტურიენტების საერთო რაოდენობის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების მიმართვის საფუძველზე. 


მუხლი 2.  პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი
სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის  მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში:

ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად;

გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა.


მუხლი 3. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები):

ა) ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბ) ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

გ) ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დ) ა(ა)იპ აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ე) სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ვ) ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ზ) ა(ა)იპ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


მუხლი 4. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი
1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით  განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება)  დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში − სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად.

2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით  განსაზღვრულ ოდენობას.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების  დარგზე/სპეციალობაზე  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.

4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს  კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტთა მობილობის განხორციელების შემთხვევაში. ამ ბრძანების დანართი 2-ით თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს.

7. თუ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია  ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

8. მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია.


მუხლი 5. პროგრამული დაფინანსების ოდენობა
1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას,  წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე.

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად,  თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე  უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად  გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

3. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას.


მუხლი 6. პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა
1. დაუშვებელია ერთმა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთმა და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში  უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა. 

2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად.

3. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

 


მუხლი 7. უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის დამტკიცება
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავებს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების დოკუმენტს, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს.

3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


მუხლი 8. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების  გადატანა სხვა უნივერსიტეტში ან სხვა პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.


მუხლი 9. პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია
1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მითითებით.

2.  უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა.


მუხლი 10. პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა
1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით:

ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ;

ბ) პირველ აპრილამდე,  თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი  ნოემბრის შემდგომ.

2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.

3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში. 


მუხლი 11. პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები
1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე:

ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება;

ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;

გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა.

2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან  სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად;

ბ)  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა;

გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს.

3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება.

4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად.

5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული  მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის.


მუხლი 12. სამინისტროს უფლებამოსილება
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია).

2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო. 


მუხლი 13. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება
1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება.

2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება, როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში:

ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები;

ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები.

3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას).


მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
2013 წელს დაუშვებელია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობით გადასული პირების გათვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების გამოანგარიშებისას.

 



დანართი 2
 

2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამულ მიმართულება/მიმართულებები  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო


1. 2013-2014 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე:

 

კოდი

მიმართულება

კოდი

დარგი/სპეციალობა

01

აგრარული მეცნიერებანი

0101

აგრონომია

0102

ვეტერინარია

03

განათლება

0301

განათლების მეცნიერებები

0302

მასწავლებლის განათლება

04

ინჟინერია

0404

საინჟინრო ფიზიკა

0405

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

0406

მშენებლობა

05

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო

მეცნიერებანი

0501

მათემატიკა

0502

ფიზიკა

0503

ქიმია

0504

ბიოლოგია

07

სოციალური მეცნიერებები

0701

ეკონომიკა

10

ჰუმანიტარული მეცნიერებანი

 

1001

არქეოლოგია

1004

ისტორია

1005

ფილოლოგია, ქართული ფილოლოგიის სპეციალიზაციით

1006

ფილოსოფია

11

მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები

1101

არქიტექტურა

 

შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით.

2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე.
3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებადია ადგილები შემდეგი ოდენობებით:

 

კოდი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

კონტინგენტი

 

001

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

1.       

0010101

ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)

200

2.       

0010102

ისტორია                                    

150

3.       

0010103

არქეოლოგია    

25

4.       

0010104

ფილოსოფია     

25

5.       

0010105

განათლება        

25

6.       

0010201

მათემატიკა       

100

7.       

0010202

ფიზიკა              

100

8.       

0010203

ქიმია                 

100

9.       

0010204

ბიოლოგია        

100

10.   

0010401

ეკონომიკა       

400

 

 

სულ

1225

 

 

 

 

 

003

ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

0030905

მათემატიკა                                              

50

2.       

0030904

საინჟინრო ფიზიკა 

100

3.       

0030101

მშენებლობა             

500

4.       

0030601

არქიტექტურა                

150

5.       

0030203

ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)  

450

 

 

სულ

1250

 

 

 

 

 

010

ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

0100102

ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)  

50

2.       

0100103

ისტორია                  

100

3.       

0100203

არქეოლოგია                   

50

4.       

0100202

ფიზიკა                                    

100

5.       

0100104

ბიოლოგია                

50

 

 

სულ (ილია)

350

 

 

 

 

 

009

ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

0090101

ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა) 

135

2.       

0090108

ისტორია                                               

50

3.       

0090107

არქეოლოგია     

25

4.       

0090501

განათლება        

200

5.       

0090201

მათემატიკა       

50

6.       

0090203 

ფიზიკა                            

25

7.       

0090204

ბიოლოგია        

60

8.       

0090404

ეკონომიკა         

90

9.       

0090605

ინჟინერია (ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია)  

60

 

 

სულ

695

 

 

 

 

 

114

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

1140109

ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა) 

55

2.       

1140101

მათემატიკა  

30

3.       

1140103

ფიზიკა         

20

4.       

1140105

ბიოლოგია   

25

5.       

1140403

აგრონომია  

20

6.       

1140401

მშენებლობა  

25

 

 

სულ

175

 

 

 

 

 

012

ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

0120301

ფილოლოგია (ქართული ენა და ლიტერატურა)                 

15

2.       

0120303

ისტორია        

15

3.       

0120302

არქეოლოგია 

15

4.       

0120201

ქიმია              

10

5.       

0120202

ბიოლოგია    

10

6.       

0120601

ეკონომიკა   

10

 

 

სულ

75

 

 

 

 

 

071

ა(ა)იპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონტინგენტი

1.       

0710111

ბიოლოგია  

25

 

 

სულ

25