დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.017518 |
|
„2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების განსაზღვრის შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24 ივნისის №79/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 25/06/2013; ს/კ: 430060000.22.022.016599) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:
1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდეგში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია.“; 2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-9 მუხლის: ა) 1-ლი 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. 11. უნივერსიტეტის დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უნივერსიტეტს გადაურიცხოს ამ ბრძანების დანართი 2-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უნივერსიტეტისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 შინაარსის პუნქტები: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების და უნივერსიტეტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით. 13. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უნივერსიტეტებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, პირველი ნოემბრისა და პირველი აპრილისათვის რეესტრის მონაცემების ან/და უნივერსიტეტების მიერ მიწოდებული შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე: შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სტუდენტის სტატუსი; პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები); სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სახელწოდება, ამ უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, ამ პროგრამისთვის განსაზღვრული ადგილების ოდენობა, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული), გააჩნია თუ არა უნივერსიტეტს აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის, მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება; სტუდენტის სწავლის საფასური პირველი ნოემბრისა და პირველი აპრილისთვის რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უნივერსიტეტების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად.“. 4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი 1. 2013 წელს დაუშვებელია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობით/შიდა მობილობით გადასული პირების გათვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების გამოანგარიშებისას. 2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 პირველი აპრილის მდგომარეობით განსახორციელებელი პროგრამული დაფინანსებების გაანგარიშება უზრუნველყოს უნივერსიტეტების მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად. 3. ამ დანართის მე-7 მუხლის საფუძველზე გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 4. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების დაფინანსების ფარგლებში არსებული ინფორმაციის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის გადაცემას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები