დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016586 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/06/2013 - 08/08/2014)
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა პლანშეტი 1; 2; 3; 4; 5 და 6-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №158/ნ ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
![]() ![]() |
ზამთრის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის |
პლანშეტი 1 |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული სარჩულით, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე. |
![]() |
თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის კეპი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
ნაცრისფერი ( მოვერცხლისფრო) ჰალსტუხი. |
![]() |
ვარიანტი 1. |
![]() |
ვარიანტი 2. |
საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის
პლანშეტი 2 |
ვარიანტი 1. მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, მუქი ლურჯი ფერის უსახელო ქურთუკი, ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით. ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. თეთრი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2. მუქი ლურჯი ფერის მოკლე მკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, მანდატურის გვარით. |
![]() ![]() |
ზამთრის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
პლანშეტი 3 |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი დათბუნებული სარჩულით, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით. |
![]() |
თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. |
![]() |
მუქი ლურჯი ფერის ბერეტი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) შარფი. |
![]() |
ვარიანტი 1. |
![]() |
ვარიანტი 2. |
გაზაფხულის ყოველდღიური ფორმა ქალისთვის
პლანშეტი 4 |
ვარიანტი 1. მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე, ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, მუქი ლურჯი ფერის უსახელო ქურთუკი, ნაცრისფერი (მოვეცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, ამავე ფერის ღილებით, ქურთუკს სახელოები და ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი დათბუნებული სარჩული ეხსნება ელვის საშუალებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით.
ვარიანტი 2. მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პულოვერი ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით.
|
ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მამაკაცისათვის
პლანშეტი 5 |
![]() |
ვარიანტი 1
მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ –საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
ვარიანტი 2
ღია ნაცრისფერი მაისური (პოლო), მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. |
ზაფხულის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის
პლანშეტი 6 |
![]() |
ვარიანტი 1
მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით წელზე, ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ნაცრისფერი (მოვერცხლისფრო) გასაფორმებელი კანტებით ჯიბეებზე, თეთრი მოკლემკლავიანი პერანგი წვრილი ცისფერი ზოლებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით. |
![]() |
ვარიანტი 2
ღია ნაცრისფერი მაისური (პოლო), მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, გულ-მკერდზე მანდატურის გვარით. |
უკან დაბრუნება 
























დოკუმენტის კომენტარები