საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/120
17/05/2013
ვებგვერდი, 27/05/2013
010320010.22.024.016275
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/05/2013 - 22/04/2015)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/120

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) ინვესტიციების ან/და ექსპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) ინვესტიციების ან/და ექსპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 2. ექსპორტის პოლიტიკის სამმართველო
1. ექსპორტის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. ექსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
3. ექსპორტის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმალესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების ცოდნა;
გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 3. საინვესტიციო პოლიტიკის  სამმართველო
1. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმების, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/სამართალმცოდნეობის/ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;